Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 13 ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ინტერესთა შეუთავსებლობა. 1. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტებისა) იმავდროულად არ შეიძლება იყოს სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, საჯარო მოსამსახურე, იურიდიული პირის ხელმძღვანელი, საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი. 2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები სახელმწიფო მოსამსახურეები არიან. 3. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არა აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი. |