Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ article 15 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადამოწმება დადგენილ ვადაზე ადრე, ან იმ პირის გადამოწმება, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი აქვს უვადოდ, ხდება ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ქმედობაუნარიანობის შეცვლისას, ან მაკონტროლებელი ორგანოს მიერ დასაბუთებული ეჭვის არსებობისას, თუ გამოვლინდება შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ დაუსაბუთებლად გაცემული დასკვნა. 2. ამ კანონის მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპენსიო ასაკის ზევით იმ პირთა გადამოწმება, რომლებსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი აქვთ უვადოდ, ხდება მხოლოდ მათი განცხადებით, ან თუ დასკვნა გაცემულია ყალბი საბუთების საფუძველზე, რასაც დაადასტურებს საამისოდ უფლებამოსილი ორგანო. 3. სააგენტოს უფლება აქვს, გადამოწმების მიზნით გამოიძახოს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი. 4. პირს, გამოუცხადებლობის შემთხვევაში, უჩერდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედება. |