Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 206 იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. 1. საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. 2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, საქართველოს მთავრობის წევრი, საქართველოს გენერალური პროკურორი, გენერალური აუდიტორი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 3. პარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება იმ თანამდებობის პირს, რომლის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც განიხილებოდა. 4. თუ პარლამენტმა ამ რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში კენჭი არ უყარა თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ან ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა პარლამენტის წევრთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულმა რაოდენობამ, საკითხი მოხსნილად ჩაითვლება და აღნიშნული თანამდებობის პირისთვის იმავე ბრალდების წარდგენა დაუშვებელია. |