FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  3

ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისათვის.
1. არასრულწლოვანი – 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი დაზარალებული, არასრულწლოვანი მოწმე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 16 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი, ხოლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის – პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.
2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი – 18 წლამდე ასაკის პირი, რომლის მიმართაც:
    ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული;
    ბ) შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, მან ჩაიდინა ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის ერთადერთ ან ერთ-ერთ სახეობად ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული;
    გ) გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი ან ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  3

3. პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი – მინიმალური ასაკი, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის 14 წელია, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისათვის – 16 წელი.
4. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები − არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება.
5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი – არასრულწლოვნის მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ან სისხლის სამართლის საქმის წარმოება, მათ შორის, დანაშაულის გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა, საქმის სასამართლოში განხილვა, დანიშნული სასჯელის ან სხვა ზომის აღსრულება და რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  3

6. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი პირი/პროცესის მონაწილე პირი – მოსამართლე, გამომძიებელი, პროკურორი, პოლიციელი, ადვოკატი, სოციალური მუშაკი, მედიატორი, პრობაციის ოფიცერი, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების პერსონალი, შესაბამისი პატიმრობის დაწესებულების პერსონალი, რომელიც მონაწილეობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში და რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში – აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი.
7. განრიდება – სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ფორმა, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მიზანია არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
8. აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიება – ღონისძიება, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს საშუალებას აძლევს, გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებისათვის საკუთარი პასუხისმგებლობა, გამოასწოროს დანაშაულის შედეგები, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  3

9. მედიაცია – კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის დიალოგის პროცესი, რომელსაც უძღვება მედიატორი და რომლის მიზანია არასრულწლოვნისა და დაზარალებულის შერიგება და მათ შორის კონფლიქტის გადაწყვეტა. მედიაციის პროცესში მონაწილეობს აგრეთვე არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი ან/და სხვა პირი. სურვილის შემთხვევაში ამ პროცესში მონაწილეობის მიღება პროკურორსაც შეუძლია.
10. მედიატორი – მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მესამე მხარე, სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის შუამავლის როლს ასრულებს, წარმართავს და კოორდინაციას უწევს მედიაციის პროცესს.
11. კანონიერი წარმომადგენელი − არასრულწლოვნის ახლო ნათესავი, მხარდამჭერი, მეურვე, მზრუნველი, რომელიც არასრულწლოვნის ინტერესების დასაცავად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობს და სარგებლობს არასრულწლოვნის უფლებებით, გარდა იმ უფლებებისა, რომლებითაც, თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ არასრულწლოვანმა ისარგებლოს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  3

12. საპროცესო წარმომადგენელი – მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის მიერ დანიშნული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანამშრომელი ან სხვა სანდო პირი, რომელიც ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას არასრულწლოვნის სახელით და მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად. საპროცესო წარმომადგენელი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებითაც კანონიერი წარმომადგენელი.
13. არასრულწლოვანი დაზარალებული – არასრულწლოვანი, რომელსაც მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის შედეგად.
14. არასრულწლოვანი მოწმე – არასრულწლოვანი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან ან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია.
15. მეორეული ვიქტიმიზაცია − არასრულწლოვანი დაზარალებულისთვის /არასრულწლოვანი მოწმისთვის შესაძლო ზიანის მიყენება მისი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად.
16. ხელახალი ვიქტიმიზაცია − არასრულწლოვანი დაზარალებულისთვის ზიანის მიყენება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის შედეგად.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  3

17. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება – არასრულწლოვანთა განსაკუთრებული საჭიროებების შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და პერსონალით უზრუნველყოფილი, განსაკუთრებულად დაცული დაწესებულება, რომელშიც ათავსებენ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს და სადაც უზრუნველყოფილია მათი მუდმივი მეთვალყურეობა.
18. რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია – არასრულწლოვანში პასუხისმგებლობის გრძნობის, სხვა ადამიანთა უფლებების პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება და განვითარება, არასრულწლოვნის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარების ხელშეწყობა და მისი მომზადება საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად.
19. ახლო ნათესავი – არასრულწლოვნის მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).