Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 30 კომისიის მარეგულირებელი უფლებამოსილებები. 1. კომისია ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად უფლებამოსილია: ა) უფლებამოსილებების სრულყოფილად და ჯეროვნად განხორციელებისთვის ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია: ა.ა) რეგულირებული საწარმოსგან; ა.ბ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა საჯარო დაწესებულებებისგან, რომლებიც, თავიანთი პირდაპირი ვალდებულებებიდან გამომდინარე, ფლობენ ამ ინფორმაციას; ბ) საჭიროების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორებს მოსთხოვოს პირობების ცვლილება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი პროპორციულობა და არადისკრიმინაციული გზით გამოყენება. აღნიშნული უფლება არ მოიცავს ტარიფების გადახედვას, თუ ბუნებრივი გაზის საცავზე დაშვება განისაზღვრება ამ კანონის 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად; გ) დაადგინოს გადაცემის, განაწილების, წყალმომარაგებისა და ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების დროებითი ტარიფები და განსაზღვროს სათანადო საკომპენსაციო ზომები, თუ საბოლოო ტარიფები დროებითი ტარიფებისგან განსხვავებული იქნება; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 30 დ) დაიწყოს საჯარო განხილვებისა და თანამშრომლობის პროცედურები ამ კანონის 24-ე მუხლით დადგენილი წესით, თუ აღნიშნული საჭიროა აუცილებელი ინფორმაციის მოპოვებისთვის, მარეგულირებელი პრაქტიკის ჰარმონიზებისთვის, მისაღები გადაწყვეტილებების დასაბუთებისთვის ან პრობლემის გადაჭრის შეთავაზებული სამართლებრივი ან/და მარეგულირებელი გზის შეფასებისთვის; ე) წამოიწყოს და ჩაატაროს კვლევა საქართველოში ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მიიღოს გადაწყვეტილება და გამოიყენოს ნებისმიერი საჭირო და პროპორციული ზომა ეფექტიანი კონკურენციის წახალისებისა და ენერგეტიკული ბაზრების გამართული ფუნქციონირებისთვის; ვ) მიიღოს რეგულირებული საწარმოებისთვის შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივი აქტები, რომლებიც საჭიროა ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების სათანადო შესრულებისთვის; ზ) დააკისროს ამ კანონის 153-ე მუხლის შესაბამისად ეფექტიანი, პროპორციული და პრევენციული სანქციები იმ რეგულირებულ საწარმოს, რომელიც არ ასრულებს ამ კანონით, საქართველოს სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით ან ენერგეტიკული გაერთიანების კომპეტენტური ორგანოების შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 30 თ) ამ კანონის 155-ე მუხლის შესაბამისად დავების განხილვის მიზნით ფლობდეს მითითებების გაცემისა და მოკვლევის ჩატარებისთვის აუცილებელ უფლებამოსილებას; ი) განიხილოს ტარიფის დადგენის მიზნით რეგულირებული საწარმოს მიერ წარდგენილი განაცხადი, მიიღოს გადაწყვეტილება მისი საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღების, ხარვეზის დადგენის ან განუხილველად დატოვების შესახებ, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაადგინოს ტარიფი, აგრეთვე თავისი ინიციატივით გადახედოს ტარიფებს. 2. კომისიის ან ენერგეტიკული გაერთიანების კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ კანონის შესაბამისად გაცემულმა ნებისმიერი სახის თანხმობამ ხელი არ უნდა შეუშალოს მომავალში კომისიის ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მათი უფლებამოსილებების განხორციელებას, მათ შორის, ჯარიმების დაკისრებას. 3. კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები უნდა იყოს დასაბუთებული. აღნიშნული აქტები უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, ამ კანონის 23-ე მუხლით დადგენილი კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. |