Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 125 ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების პასუხისმგებლობა უბალანსობაზე. 1. უბალანსობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ელექტროენერგიის ბაზრის ყველა მონაწილეს, დაბალანსების ჯგუფის მოდელის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წარმოებასა და მოხმარებას შორის ბალანსის მიღწევით და ფინანსური ოპერაციების ფიზიკური მიწოდებისგან განცალკევებით, ელექტროენერგიის ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების დაუბრკოლებელი შესრულებისა და მათთან დაკავშირებული სამართლიანი ანგარიშსწორების უზრუნველსაყოფად. 2. დაბალანსების ჯგუფის მოდელთან დაკავშირებული პირობები, მათ შორის, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების უფლებები და მოვალეობები, დგინდება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით. ელექტროენერგიის ბაზრის წესები ასევე განსაზღვრავს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირთა მნიშვნელობას და მათ პასუხისმგებლობას უბალანსობაზე. 3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრის წარმოებას და მათი უბალანსობით გამოწვეული საბალანსო ელექტროენერგიის საჭიროების განსაზღვრას, აგრეთვე შესაბამისი მოცულობის გაანგარიშებას უზრუნველყოფს გადამცემი სისტემის ოპერატორი. 4. თითოეული დაბალანსების ჯგუფისთვის საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილების რეესტრს აწარმოებს გადამცემი სისტემის ოპერატორი. |