Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროფესიული განათლების შესახებ article 5 სწავლების ენა. 1. საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზური. 2. საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც სწავლობს: ა) სმენის დარღვევის მქონე პროფესიული სტუდენტი ან/და მსმენელი, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ქართული ჟესტური ენა; ბ) მხედველობის დარღვევის მქონე პროფესიული სტუდენტი ან/და მსმენელი, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ბრაილის სისტემა. 3. საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ენების გარდა, სხვა ენაზე სწავლება დაშვებულია, თუ ეს განსაზღვრულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ამ ენაზე სწავლების საკითხი შეთანხმებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომ − სამინისტრო). |