FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  20

აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების პირობები. აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ლიცენზიის მაძიებელმა საზედამხედველო ორგანოს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:
    ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად;
    ბ) ლიცენზიის მაძიებლის სადამფუძნებლო შეთანხმება მასში შეტანილი ცვლილებების (მათი არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით;
    გ) ლიცენზიის მაძიებლის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მათ შესაფერისობას აქტივების მმართველი კომპანიის ჯანსაღი და კეთილგონივრული მართვის საჭიროების გათვალისწინებით;
    დ) ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მათ საკმარისად კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას;
    ე) საქმიანობის პროგრამა, რომელიც, მათ შორის, მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ლიცენზიის მაძიებელი ამ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას;
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  20

ვ) ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირებთან დადებული დელეგირების შესახებ შეთანხმებების (მათი არსებობის შემთხვევაში) თაობაზე ინფორმაცია;
    ზ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელ კომპანიას აქვს საკუთარი კაპიტალი სულ მცირე 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულზე მეტი საკუთარი კაპიტალის ოდენობის განსაზღვრის წესი, მისი მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) აქტივების საერთო მოცულობის პროპორციულად;
    თ) ლიცენზიის მაძიებლის ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება ან ნახევარი წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ლიცენზიის შესახებ განაცხადის წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული. თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საზედამხედველო ორგანოს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, იგი საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს მხოლოდ არააუდიტირებულ მიმდინარე ბალანსსა და შესაბამის შენიშვნებს;
    ი) ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელს რეგისტრაციისა და მართვის ადგილი აქვს საქართველოში.