Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 52 კრედიტორთა რეესტრის შედგენა. 1. კრედიტორთა მოთხოვნებს ამოწმებს და კრედიტორთა რეესტრს ადგენს მმართველი/ზედამხედველი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობიდან 60 დღის ვადაში, კრედიტორებისა და მოვალისგან მიღებული ინფორმაციის ან/და თავის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე. 2. კრედიტორთა რეესტრში შეიტანება მხოლოდ ის კრედიტორული მოთხოვნები, რომლებსაც მმართველი/ზედამხედველი დასაბუთებულად მიიჩნევს. კრედიტორთა რეესტრში ავტომატურად აისახება ის მოთხოვნები, რომელთა აღსრულებაც მიმდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტორი უარს იტყვის მისი მოთხოვნის აღნიშნულ რეესტრში შეტანაზე. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 52 3. მმართველს/ზედამხედველს არ აქვს უფლება, აღიაროს პირგასამტეხლო და ვადამოუსვლელი პროცენტი, თუ მათი ჯამური ოდენობა ძირითადი თანხის დავალიანების 10 პროცენტს სცილდება. კრედიტორი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს სარჩელით აუღიარებელი ვადამოუსვლელი პროცენტისა და პირგასამტეხლოს მოვალისთვის დაკისრებისა და რეესტრში შეტანის მოთხოვნით. სასამართლო უფლებამოსილია იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა დადასტურებულია სასამართლოს ან კერძო არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან/და როდესაც მოთხოვნაზე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მომენტისთვის მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულება მიმდინარეობდა. 4. კრედიტორთა რეესტრში მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაში აისახება. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 52 5. ამ მუხლით გათვალისწინებული კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმებისა და კრედიტორთა რეესტრის შედგენის შესახებ დებულებები არ ვრცელდება იმ კრედიტორზე, რომელიც „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სარგებლობს ურთიერთგაქვითვის უფლებით ან საბოლოო ურთიერთგაქვითვის უფლებით. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მიმართ გამოიყენება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის სპეციალური დებულებები. |