FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

წიაღის შესახებ

article  14

წიაღით სარგებლობის უფლების ძალადაკარგულად მიჩნევა.
1.  წიაღით სარგებლობის უფლება ძალადაკარგულად შეიძლება იქნეს მიჩნეული:
    ა) აუქციონის პირობების უხეში დარღვევისას;
    ბ) ლიცენზიასთან დაკავშირებული გადასახდელების გადახდაზე უარის თქმისას;
    გ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევისას;
    დ) სალიცენზიო პირობების უკანონო ლიბერალიზაციისა და გადასახდელების შემცირების მიზნით გარიგების ფაქტის დადგენისას;
    ე) რომელიმე პრეტენდენტისათვის უკანონო შეღავათების მინიჭებისას;
    ვ) სამთომომპოვებელი საწარმოს კონსერვაციისას ან სამთომომპოვებელი საწარმოსა და ჭაბურღილების კონსერვაციის პირობების დარღვევისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დაზიანება;
    ზ) თუ წიაღით სარგებლობის შედეგად წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მოქმედების ზონაში მომუშავე ან მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას;
    თ) თუ წიაღით მოსარგებლე არ შეუდგა წიაღით სარგებლობას ლიცენზიით დადგენილ ვადებში და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
    ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობისას.
წიაღის შესახებ

article  14

2. წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტისას, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობის სრული ან ნაწილობრივი კონსერვაცია დადგენილი წესით. ამ მიზნით ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მფლობელს იმავდროულად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, ხოლო ლიკვიდაციის ან კონსერვაციის ხარჯები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება წიაღით მოსარგებლეს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოება არ არის გამოწვეული წიაღით მოსარგებლის მიერ, წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტისას სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობის სრული ან ნაწილობრივი კონსერვაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობის ლიკვიდაციის ან კონსერვაციის დროს გეოლოგიური, სამარკშეიდერო ან სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს სამუშაოთა დამთავრების მომენტში არსებულ სიტუაციას, წიაღის  შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში ასახვის მიზნით გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.
წიაღის შესახებ

article  14

5. კონსერვაციის დრო შედის ლიცენზიის მოქმედების საერთო ვადაში.
6. ობიექტური გარემოებების არსებობისას ლიცენზიის მფლობელს შეუძლია დროებით შეაჩეროს სამუშაოები და დადგენილი დროით დააკონსერვოს სამთომომპოვებელი საწარმო ან განახორციელოს მისი ლიკვიდაცია ლიცენზიის გამცემის თანხმობის შემთხვევაში. კონსერვაციის დრო შედის ლიცენზიის მოქმედების საერთო ვადაში.
წიაღის შესახებ

article  14

7. ლიცენზიის გაუქმება ავტომატურად იწვევს სამთო, გეოლოგიურ და მიწის მინაკუთვნებზე ლიცენზიის მფლობელის უფლებათა გაუქმებას. წიაღით ყოფილ მოსარგებლეს უფლება აქვს, სამთო, გეოლოგიურ და მიწის მინაკუთვნებზე განთავსებული ის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობები, რომელთა მოშლაც საფრთხეს არ უქმნის წიაღის დაცვას, დადგენილ ვადებში გაასხვისოს წიაღით ახალ მოსარგებლეზე ან განახორციელოს მათი დემონტაჟი, ხოლო თუ მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობების დემონტაჟი საფრთხეს უქმნის წიაღის დაცვას – განახორციელოს მათი ფინანსური და ფიზიკური ლიკვიდაცია არსებული წესებისა და ნორმების შესაბამისად. ნებისმიერი სხვა ქმედება ჩაითვლება წიაღზე სახელმწიფო საკუთრების უფლების ხელყოფად და გამოიწვევს წიაღით ყოფილი მოსარგებლის პასუხისმგებლობას. წიაღით ყოფილ მოსარგებლეს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ იგი ფინანსურად ლიკვიდირებულ ნაგებობას ფიზიკური ლიკვიდაციის გარეშე სახელმწიფოს თანხმობით უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს. ამ წესით სახელმწიფო საკუთრებაში გადასული ობიექტებით სარგებლობის უფლება წიაღით ახალ მოსარგებლეზე გაიცემა ლიცენზიით, სამთო და მიწის მინაკუთვნების გამოყოფასთან ერთად. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2162 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. მუხლი 15. (ამოღებულია) მუხლი 16. (ამოღებულია)