Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 26 საჰაერო ხომალდისათვის აუცილებელი საბუთები. 1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდი საფრენად არ დაიშვება, თუ არ არის შემდეგი საბუთები: ა) სახელმწიფო რეგისტრირების სერტიფიკატი; ბ) ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი; გ) საბორტო რადიოსადგურით სარგებლობის ლიცენზია, თუ ხომალდი აღჭურვილია რადიოაპარატურით; დ) საბორტო ჟურნალი; ე) სერტიფიკატი ეკიპაჟის თითოეულ წევრზე; ვ) მგზავრთა გადაყვანისას–მათი გვარების სია, გამგზავრებისა და დანიშნულების პუნქტების მითითებით; ზ) ტვირთის გადაზიდვისას–მანიფესტი და ამომწურავი დეკლარაცია ტვირთის შესახებ. 2. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით შეიმუშაოს და გამოსცეს იმ საბუთების ნუსხა და ფორმა, რომლებიც აუცილებლად უნდა ინახებოდეს საჰაერო ხომალდზე ფრენის დანიშნულებისა და მიზნების შესაბამისად. 3. სააგენტოს უფლება აქვს, არა უმეტეს 1000 კილოგრამი მასის კონსტრუქციის საჰაერო ხომალდისათვის სანორმატივო მოთხოვნების შემუშავებისას ზემოთ აღნიშნული ნუსხიდან გამონაკლისი დაუშვას. 4. სახელმწიფო და ექსპერიმენტულ საჰაერო ხომალდებზე უნდა ინახებოდეს ის საბუთები, რომლებიც გათვალისწინებულია მათი მფლობელების მიერ შემუშავებულ ნორმატიული აქტებით. |