Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ვაზისა და ღვინის შესახებ article 15 მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართული და აკრძალული ოპერაციები. 1. მეღვინეობის პრაქტიკაში აკრძალულია: ა) ღვინის წარმოება გამოწნეხილი დურდოსგან, ლექისგან ან/და ქიშმიშისგან; ბ) ყურძნის წვენის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, რექტიფიცირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დადუღება ალკოჰოლიანი სასმელის წარმოების მიზნით. ეს აკრძალვა არ ეხება ყურძნის ტკბილში, დურდოში, მადუღარ ტკბილში, მადუღარ დურდოში ან ღვინოში კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის ან რექტიფიცირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამატების ოპერაციას; გ) ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე წყლის დამატება; დ) ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე ღვინოში ნებისმიერი წარმოშობის სპირტის დამატება (გარდა ლიქიორული ღვინისა, არომატიზებული ღვინისა ან/და ნახშირორჟანგის შემცველი ღვინის საწარმოებლად გამოყენებულ ლიქიორში შემავალი სპირტისა); ე) ბუნებრივად ნახევრად მშრალი ღვინის, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინის, ბუნებრივად ტკბილი ღვინის ან აისვაინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის ან/და რექტიფიცირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამატება; ვ) ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე საქაროზას დამატება, გარდა არომატიზებული ღვინისა, აგრეთვე ცქრიალა ღვინისთვის ან/და შუშხუნა ღვინისთვის განკუთვნილი ლიქიორისა; |
ვაზისა და ღვინის შესახებ article 15 ზ) ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე ღვინოში ნებისმიერი ბუნებრივი ან სინთეზური არომატის დამატება, გარდა არომატიზებული ღვინისა, რომელშიც დასაშვებია ამ კანონით ნებადართული ბუნებრივი არომატიზატორის გამოყენება; თ) ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე ღვინოში ნებისმიერი საღებავი ნივთიერების დამატება; ი) საქართველოში იმპორტირებული ყურძნის, ყურძნის ტკბილის, დურდოს, ყურძნის წვენის, მისტელის, მადუღარი ტკბილის, მადუღარი დურდოს ან მაჭრის გადამუშავება ან გამოყენება ალკოჰოლიანი სასმელის წარმოების მიზნით, ან ასეთი საქონლის შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა; კ) სხვა ქვეყანაში წარმოებული ღვინის საქართველოში წარმოებულ ღვინოში შერევა. 11. ღვინისეული სასმლის წარმოებისას ნებადართულია წყლის, საქაროზის, ბუნებრივი არომატისა და ბუნებრივი საღებავი ნივთიერების დამატება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის დარღვევა იწვევს ღვინისა და სპირტიანი სასმლის თვისებრიობის შეცვლას. 3. მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართულია მხოლოდ იმ პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ. |