FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

article  332

გამოძიებისას დაკითხვის დროებითი წესი.
1. 2016 წლის 20 თებერვლამდე გამოძიებისას დაკითხვა წარმოებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (გარდა 305-ე მუხლის მე-6 ნაწილისა) დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის დაკითხვისას გამოიყენება ამ კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი, მათ შორის, იმ საქმეზე, რომელზედაც სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაიწყო.
3. 2017 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე, 324-ე, 324-1 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.
4. 2019 წლის 30 ივნისამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე–323​-2 და 325-ე–329-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

article  332

გამოძიებისას დაკითხვის დროებითი წესი. .
5. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების ჩადენაშიც ედება, გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.