Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი article 45 სავალდებულო დაცვა. სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი: ა) თუ არასრულწლოვანია; ბ) თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; გ) თუ აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას; დ) თუ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; ე) თუ ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით; ვ) თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე; ზ) თუ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო; თ) თუ თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას; ი) თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან; კ) თუ არაიდენტიფიცირებული პირია; კ-1) თუ განიხილება მისი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის საკითხი; ლ) ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. |