Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 9 ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება. 1. ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვებია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებების (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვა) რეგისტრაცია. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებულ საქმის წარმოებაზე; ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით ან/და გაცემული ლიცენზიით განსაზღვრულ ურთიერთობებზე. |