Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 9
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 313 გარდამავალი დებულება. 1. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 2003 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ამ კოდექსის 178-1 მუხლის ამოქმედებასთან დაკავშირებული სალიცენზიო და სანებართვო პირობებისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო სტანდარტების განსაზღვრისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება. 2. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 118-ე მუხლის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე. 3. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომოტოტრანსპორტის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის არქონისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას, რომელიც „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას. 4. ამ კანონის 89-4 მუხლის მე-6 ნაწილი მოქმედებს 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 313 8. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2010 წლის 15 აგვისტომდე უზრუნველყოს ამ კოდექსის 96-1 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადებაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრა, ადმინისტრაციული სახდელების დადებასა და იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული წესების, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმებისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ფორმების დამტკიცება. 9. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე და 245-ე მუხლებით გათვალისწინებული, აღსრულების პოლიციელის მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცება. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 313 10. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე და 245-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლის მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცება. 11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე მუხლის 60-2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცება. 12. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 82-ე ნაწილით განსაზღვრული პირი 2015 წლის 1 სექტემბრამდე თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევასთან. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 313 13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირზე, რომლისთვის დაკისრებული ჯარიმა ამავე მუხლის მე-12 ნაწილის ამოქმედებამდე აღსრულდა. 14. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 აგვისტომდე დაამტკიცოს და გამოაქვეყნოს „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი. 15. 2018 წლის 1 ივლისამდე ამ კოდექსის 77-1 და 77-2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები. თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევა საჭირო არ არის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. 16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს: |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 313 ა) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კოდექსის 77-1 და 77-2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა და აღნიშნული ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირები; ბ) საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში შესაბამისი აღჭურვილობის (ხმაურმზომი ხელსაწყოს) შეძენა. 2018 წლის 1 ივლისიდან აღნიშნული აღჭურვილობა გადაეცეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებს; გ) სამართალდამცავ ორგანოთა მიერ ამ კოდექსის 77-1 და 77-2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების სასწავლო კურსის გავლა. 17. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა 2018 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ ამ კოდექსის 77-1 და 77-2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენისა და განხილვის უფლებამოსილების მქონე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განსაზღვრა, ორგანიზაციული, საკადრო და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე: |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 313 ა) ნორმატიული აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კოდექსის 77-1 და 77-2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა და აღნიშნული ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირები; ბ) ამ კოდექსის 77-1 და 77-2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე პირების მიერ აღნიშნულ სამართალდარღვევებზე რეაგირების სასწავლო კურსის გავლა. 18. 2017 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცება. 19. სასმელი წყლის მიმწოდებელმა კომპანიებმა (წყალმომარაგების ლიცენზიატებმა) 2018 წლის 10 აგვისტომდე უზრუნველყონ ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმებისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ფორმების დამტკიცება. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 313 20. 2021 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა უზრუნველყონ ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებითა და 125-2, 125-4 და 135-1–135-5 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცება. 21. 2022 წლის 1 აგვისტომდე თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 125--3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცება. 22. 2024 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 196-1, 196-3, 196-6, 196-7, 197-ე, 197-1 და 198-ე მუხლებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს განახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირი. 23. 2025 წლის 2 იანვრამდე: |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 313 ა) ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ცალკეულ სახეობათა სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისთვის, 15 დღემდე ვადით. პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის შემთხვევაში აღნიშნული მოსამართლე მას ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 45-1, 166-ე და 197-2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის შემთხვევაში მისი ადმინისტრაციული დაკავების უფლება აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს; |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 313 დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ამ კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება ამავე კოდექსის შესაბამისად; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ დადგენილებას აღასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო, ხოლო სხვა უწყების სამხედრო მოსამსახურისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში აღნიშნული დადგენილება აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |