Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ზოგადი განათლების შესახებ article 217 მასწავლებლის საქმიანობის დაწყება და შეწყვეტა, მასწავლებლის პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა. 1. მასწავლებლის საქმიანობის დაწყება და შეწყვეტა ხდება სამინისტროს მიერ დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის შესაბამისად. მასწავლებლის პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად. 2. მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა მასწავლებლებს უნდა აყენებდეს თანაბარ მდგომარეობაში, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილისა. 3. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადება, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლება და პროფესიული განვითარება, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა განსაზღვრავს: |
ზოგადი განათლების შესახებ article 217 ა) მასწავლებლის ამ სქემაში ჩართვის წესს, მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებს და შეფასების ელექტრონული სისტემის წარმოების წესს; ბ) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სხვა საკითხებს. 6. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის დაფინანსების შესაძლო წყაროებია: ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახსრები, მათ შორის, ვაუჩერული დაფინანსებიდან მიღებული შემოსავლები; ბ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის სახსრები; გ) მასწავლებლის თვითდაფინანსება; დ) დონორების მიერ დაფინანსება; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. |