Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 97 კანონპროექტის განსახილველად მიღება და საკომიტეტო მოსმენისთვის მომზადება. 1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული და პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი მატერიალური სახით, აგრეთვე ადვილად დასამუშავებელი ელექტრონული დოკუმენტის სახით გადაეცემა პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, რომელიც მას აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს. 2. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენის თარიღად მიიჩნევა მისი პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მიერ რეგისტრაციაში გატარების თარიღი. 3. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მიერ ამ რეგლამენტის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პარლამენტის ბიუროსთვის გადაცემულ კანონპროექტს უნდა ერთოდეს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი, რომელშიც მითითებულია: ა) კანონპროექტის დასახელება; ბ) კანონპროექტის ინიციატორი; გ) კანონპროექტის ავტორი; დ) კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენის თარიღი; ე) წამყვანი კომიტეტი; ვ) კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი; ზ) სავალდებულო კომიტეტები; თ) კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 97 4. პარლამენტის ბიურო იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და ამ მუხლის მე-3 პუნქტის„ე“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე. 5. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი ამოწმებს წარდგენილი კანონპროექტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებსა და მე-2–მე-4 პუნქტებთან შესაბამისობას, ხოლო პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი − „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ზემოაღნიშნული პუნქტების/ქვეპუნქტების მოთხოვნებს, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მოტივირებული დასკვნების საფუძველზე კანონპროექტი ხარვეზის გამოსასწორებლად დაუბრუნოს მის ინიციატორს. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 97 6. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი უფლებამოსილია კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყებიდან პირველ მოსმენამდე წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე. 7. თუ საქართველოს მთავრობა კანონპროექტის რიგგარეშე განხილვას მოითხოვს, პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის ვადებს და მას შესაბამის კომიტეტებს გადასცემს. 8. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას და განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. 9. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ მუხლებთან/პუნქტებთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციების მიღების მიზნით ნებისმიერ პირს შეუძლია დააფიქსიროს თავისი მოსაზრება/შენიშვნა კომენტარის სახით. 10. თუ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვისთვის მომზადება დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა, ამ ვადას საჭიროების შემთხვევაში გააგრძელებს პარლამენტის ბიურო. |