Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 207 თანამდებობის პირების გადადგომის ან მათი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის წესი. 1. გენერალური აუდიტორის გადადგომის შემთხვევაში პარლამენტი მის გადადგომას ცნობად იღებს, რაც ფორმდება პარლამენტის პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. გენერალური აუდიტორი გადამდგარად ითვლება შესაბამისი განცხადების პარლამენტისთვის წარდგენის დღიდან. 2. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება შეუწყდება პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით. 3. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან, თუ იგი ამის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობიდან გადადგომამდე არაუგვიანეს 2 თვისა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამ განცხადებაში მითითებული თარიღიდან. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 207 4. პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას პარლამენტი კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 5. პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 207 6. პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული შესაბამისი კომიტეტი ამოწმებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს. იგი უფლებამოსილია სხდომაზე მოიწვიოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის შესაბამისი წევრი და მოისმინოს მისი მოსაზრება. შესაბამისი კომიტეტის დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 75-19 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“−„კ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას პარლამენტი კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 26 ივნისის რეგლამენტი №831 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. |