Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ article 171 საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის სტატუსი. 1. ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებსა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი). დეპარტამენტზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. 2. დეპარტამენტის უფლებამოსილებები და ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონითა და დეპარტამენტის დებულებით, ხოლო მისი სტრუქტურა − დეპარტამენტის დებულებით. დეპარტამენტის დებულებასა და საშტატო ნუსხას დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 4. დეპარტამენტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. 5. დეპარტამენტი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს 2025 წლის 6 თებევლის კანონი №268 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. |