Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ article 7 ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემა და ქარსაფარი ზოლის საზღვრების რეგისტრაცია. 1. ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის ღონისძიებების განსახორციელებლად იქმნება ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემა, რომელსაც მართავს სააგენტო. 2. ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემა საჯაროა. აღნიშნული სისტემა მოიცავს ინფორმაციას: ა) ქარსაფარი ზოლის საზღვრების შესახებ და შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თაობაზე; ბ) გაბატონებული ქარების სიძლიერის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის კატეგორიის შესახებ; გ) ქარსაფარ ზოლზე გაშენებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ. 3. ქარსაფარი ზოლის საზღვრები რეგისტრირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სააგენტოს მიმართვის საფუძველზე. ამ მიმართვას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თანხმობა. 4. ქარსაფარი ზოლის საზღვრები უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე. |