Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 17 სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის პროცესის დასრულება და ლიკვიდაციის შესახებ ანგარიშების წარდგენა. 1. ლიკვიდატორი ვალდებულია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებიდან ან/და ყველა აქტივის გასხვისებიდან 1 თვის ვადაში ეროვნულ ბანკს წარუდგინოს საბოლოო საბალანსო ანგარიში და საკუთარი ქმედებების შესახებ ანგარიში. 2. ეროვნული ბანკი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშების მიღების შემდეგ გამოსცემს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 3. სეკიურიტიზაციის კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ეროვნული ბანკი სეკიურიტიზაციის კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და შესაბამისი რეესტრიდან მისი ამოღების მიზნით იმავე დღეს წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს. |