Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მაუწყებლობის შესახებ article 591 დარღვევაზე რეაგირება. 1. ამ კანონის 59-ე მუხლის მოთხოვნების, აგრეთვე იმ ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება, რომლებიც მხოლოდ ქცევის კოდექსით არის დადგენილი, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია. 3. კომისია ამ კანონის 56-2 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე რეაგირებას ახდენს ამავე კანონის IX თავით განსაზღვრული პროცედურების დაცვით. 4. ამ კანონის 55-2 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ადამიანის უფლებების შელახვის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი რეაგირება ამ კანონის IX თავით დადგენილი წესით. 5. მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−54-4 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო. |
მაუწყებლობის შესახებ article 591 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1 მუხლი 59-2. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვა მაუწყებელი ვალდებულია თავისი ეთერით არ გაავრცელოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს აკრძალვა მაუწყებლის ეთერში შემოქმედებითი ნაწარმოების განთავსების მიმართ გულისხმობს მხოლოდ ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელების დაუშვებლობას. ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ მუხლით დადგენილი აკრძალვის დარღვევა მაუწყებელს არ შეერაცხება, თუ იგი შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა. |