Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 30 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 1. ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს განიხილავს და შესაბამის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმებს ადგენს სააგენტო. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც მიღებულია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანომ (თანამდებობის პირმა). 3. ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევა. |