FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  3

სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია.
1. იურიდიულ პირს უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს საგადახდო სისტემის მართვა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის შესაბამისად სისტემის ოპერატორად დარეგისტრირების შემთხვევაში.
2. სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და დაუბრკოლებელი განხორციელების ხელშეწყობის, აგრეთვე საგადახდო სისტემის საიმედო, უსაფრთხო, ეფექტიანი და ეფექტური ფუნქციონირების, საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველსაყოფად დაადგინოს შესაბამისი მოთხოვნები.
31. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის მიზნით სისტემის ოპერატორის მიმართ სამართლებრივი აქტით დაადგინოს მოთხოვნები, აგრეთვე მოითხოვოს საგადახდო სისტემაში დაგეგმილი იმ ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მისთვის 30 კალენდარული დღით ადრე მიწოდება, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სისტემის მონაწილის მიერ ან/და მომხმარებლებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  3

4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სისტემის ოპერატორის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები.
6. პირი, რომელიც სისტემის ოპერატორის მნიშვნელოვანი წილის შეძენას აპირებს, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იღებს ინფორმაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში. ამ ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი გარიგების განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  3

7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ პოტენციური შემძენის შესახებ წარმოდგენილია არასაკმარისი ან/და არაზუსტი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მას უფლება აქვს, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მოსთხოვოს უშუალოდ პოტენციურ შემძენს ან/და სისტემის ოპერატორს. ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერდება დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენამდე.
8. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სისტემის ოპერატორის მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებით პოტენციური შემძენის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების წესი, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობასა და, საქართველოს ეროვნული ბანკისგან დასაბუთებული უარის მიღების მიუხედავად, მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებული საკითხები.