FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  32

რეზოლუციის პრინციპები. ეროვნული ბანკი რეზოლუციის რეჟიმს წარმართავს რეზოლუციის შემდეგი პრინციპების დაცვით:
    ა) კომერციული ბანკის აქციონერები პირველად ზარალს იღებენ.  უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა;
    ბ) კომერციული ბანკის კრედიტორები ზარალს იღებენ აქციონერების შემდეგ, ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით, გარდა ამ კანონის 37-11 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ)  უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კომერციული ბანკის ერთი და იმავე რიგის კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, გარდა ამ კანონის 37-11 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
    დ) რეზოლუციის საბოლოო შედეგით, ამ კანონის 37-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობის გათვალისწინებით, კომერციული ბანკის აქციონერებმა და კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი იზარალებდნენ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
    ე) კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის წევრები უნდა გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, ეროვნული ბანკის შეფასებით, მათი თანამდებობებზე დატოვება აუცილებელია არსებული გარემოებების გათვალისწინებით;
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  32

ვ) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტები დაცული უნდა იყოს;
    ზ) რეზოლუციის გეგმის შემუშავებისას მიღებული გადაწყვეტილება, კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება, კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებები, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 55-1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად პროპორციული უნდა იყოს. საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ ., მუხ .125