FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  721

მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შედეგები.
1. ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო არ წყდება, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან მინდობილობის შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2. თუ ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო წყდება, რწმუნებული ვალდებულია გააგრძელოს დავალებული მოქმედების შესრულება, თუ დაყოვნება მარწმუნებელს ან მის მემკვიდრეს ზიანის მიყენების საფრთხეს შეუქმნის, სანამ მარწმუნებლის მემკვიდრე ან მარწმუნებლის კანონიერი წარმომადგენელი/მხარდაჭერის მიმღები აუცილებელ ზომებს არ მიიღებს; ამასთანავე, სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელებულად ითვლება.
3. თუ ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო წყდება, იგი რწმუნებულისათვის გაგრძელებულად ითვლება, სანამ მას ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ არ ეცნობება.