FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  69

იძულებითი აუქციონის პირობები.
1. იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში.
11. თუ მოვალე საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საჯარო რეესტრის მეშვეობით უზრუნველყოფს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ინფორმაციის მოძიებას უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის ან/და ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში მოვალის სახელზე რიცხული ქონების თაობაზე.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  69

12. თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან მოძიებული შესაბამისი ცნობით დადასტურდება, რომ მოვალის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონებას და განახორციელოს აღსრულება ამ კანონით დადგენილი წესით. მოვალე ან პირი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს ქონება მას ეკუთვნის, უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინოს საკუთრების უფლების დამდგენი მტკიცებულებები, რომელთა სარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო არ განახორციელებს ან/და გააუქმებს ამ ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ქონების რეალიზაციის შემთხვევაში მისი შემძენი ხდება ამ ქონების მესაკუთრე. მესამე პირი, რომელიც მიიჩნევს, რომ ქონების რეალიზაციის შედეგად მისი უფლება დაირღვა ან/და მას მიადგა ზიანი, უფლებამოსილია მოვალეს წაუყენოს პრეტენზია.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  69

13. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და მოვალის რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე საკუთრების უფლება დაუდგენელია, აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ამ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლის საფუძველზედაც აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს ქონების რეგისტრაციის (მათ შორის, დაუზუსტებელი მახასიათებლებით რეგისტრაციის) შესახებ.
3. ყადაღადადებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ წარმოებაში მიღებული სხვა აღსასრულებელი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი აუქციონის შედეგად შემოსული თანხა აჭარბებს საფასურს, აღსრულების ხარჯს და იმ კრედიტორთა მოთხოვნებს, რომელთა სასარგებლოდაც ტარდება იძულებითი აუქციონი. ამასთანავე, დარჩენილი თანხა აღარ უბრუნდება მოვალეს და მას აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღას ადებს სხვა კრედიტორის სასარგებლოდ.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  69

4. ქონებაზე სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ მრავალჯერადი ყადაღის დადების შემთხვევაში ამ ქონებაზე აუქციონს ატარებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა მარეგისტრირებელ ორგანოში.
41. ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში სარეალიზაციო ქონებაზე აუქციონს ატარებს ამ გადაწყვეტილების აღმასრულებელი, მიუხედავად სხვა აღმასრულებლის მიერ აღნიშნულ ქონებაზე დარეგისტრირებული ყადაღისა.