Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ლობისტური საქმიანობის შესახებ article 6 ლობისტად რეგისტრაციაზე უარის თქმა. 1. პირს ლობისტად რეგისტრაციაზე უარი ეთქმება, თუ: ა) მისი სამსახურებრივი მდგომარეობა შეუთავსებელია ლობისტური საქმიანობის განხორციელებასთან; ბ) იგი ნასამართლევია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ან თანამდებობრივი დანაშაულისათვის; გ) მის მიერ განცხადებაში მითითებული მონაცემები ან წარმოდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს; დ) მას ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობა ჩამოერთვა ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლით. 2. ლობისტად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული. 3. ლობისტად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. |