FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 15

ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

ჰ-6) ინვესტიცია განცალკევებად მატერიალურ აქტივებში − ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ განხორციელებული ინვესტიცია მის საკუთრებაში არსებულ, მის მიერ შენარჩუნებულ და გამოყენებად აქტივებში, რომლებიც გამოიყენება ენერგიაზე საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად; ჰ-7) კოგენერაცია − თბური ენერგიისა და ელექტროენერგიის ან მექანიკური ენერგიის ერთდროული გამომუშავების (წარმოების) პროცესი; ჰ-8) კომისია − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ჰ-9) მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია − გამოიყენება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობით; ჰ-0) მონაწილე მხარე − საწარმო ან საჯარო დაწესებულება, რომელმაც ნებაყოფლობითი შეთანხმებით აიღო კონკრეტული მიზნების მიღწევის ვალდებულება ან რომელიც შედის ამ კანონის ან მის საფუძველზე მიღებული დოკუმენტის რეგულირების სფეროში; ჰ-1) ნებაყოფლობითი შეთანხმება − ადმინისტრაციულ ორგანოსა და ერთ ან რამდენიმე კერძო პირს (საწარმოს) შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის მიზანია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების გარდა, ზენორმატიული გარემოსდაცვითი ამოცანების შესრულება ან გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

ჰ -21) ენერგოეფექტურობის წვლილი − ენერგოეფექტურობის საორიენტაციო ეროვნული წვლილი, რომელიც გულისხმობს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად განსახორციელებელ ენერგოეფექტურობის პოლიტიკის ღონისძიებებს და განისაზღვრება ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული, ინტეგრირებული გეგმით; ჰ -22) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი − სამიზნე მაჩვენებელი, რომელიც განისაზღვრება ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული, ინტეგრირებული გეგმით; ჰ -23) ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული, ინტეგრირებული გეგმა (შემდეგ − ეკეგ) – „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გეგმა, რომელიც „სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის“ დანართია და რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) არსებითი განახლება − დანადგარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა ღირებულება აღემატება ახალი, მსგავსი დანადგარის მოწყობისთვის საჭირო საინვესტიციო თანხის 50%-ს;
    ბ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემა − ელექტრონული სისტემა, რომელსაც შეუძლია ენერგიის მოხმარების გაზომვა, მრიცხველით აღრიცხულ სტანდარტულ ინფორმაციაზე მეტი ინფორმაციის მიწოდება და მონაცემების ელექტრონული კომუნიკაციით გაცვლა;
    გ) გადამცემი სისტემის ოპერატორი − ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი;
    დ) გაზომვისა და დადასტურების პლატფორმა (შემდგომ − პლატფორმა) − ელექტრონული პლატფორმა, რომელიც გამოიყენება ენერგოდანაზოგის სხვადასხვა პარამეტრის, მათ შორის, ენერგიის მოხმარების, დადასტურებისთვის;
    ე) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი − ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი;
    ვ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია − ენერგია, რომელიც მიიღება განახლებადი წყაროებიდან, კერძოდ: ქარის, მზის, აეროთერმული, გეოთერმული, ჰიდროთერმული, ოკეანის ენერგია, ჰიდროენერგია, ბიომასა, ნაგავსაყრელებზე ორგანული მასალის დაშლით მიღებული გაზი, წყალარინების გამწმენდ ნაგებობებში წარმოქმნილი გაზი და ბიოგაზი;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

ზ) გარემოსდაცვითი მართვის სისტემა − საწარმოს გარემოსდაცვითი ღონისძიებების ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთმოქმედი ელემენტების რიგი, რომლებიც განსაზღვრავს ეკოლოგიურ ამოცანებს და ამ ამოცანების შესრულების სტრატეგიას;
    თ) ეკონომიკურად გამართლებული მოთხოვნა − ენერგიის რაოდენობა, რომელიც არ აღემატება გათბობისა და გაგრილებისთვის საჭირო ენერგიის რაოდენობას და რომლის დაკმაყოფილება, კოგენერაციის გარდა, შესაძლებელია სხვაგვარად, საბაზრო პირობებში გენერირებული ენერგიით;
    ი) ენერგეტიკული გაერთიანება − საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია, მის წევრ ქვეყნებს დაეხმაროს ევროკავშირთან ინტეგრირებული პანევროპული (ევროპული ღირებულებების მქონე) ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებაში;
    კ) ენერგია − ყველა სახის ენერგია, მათ შორის, საწვავის, თბური, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია, ელექტროენერგია ან ნებისმიერი სხვა ფორმის ენერგია;
    ლ) ენერგიის გამანაწილებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ჩათვლით), რომელიც პასუხისმგებელია ენერგიის ტრანსპორტირებისთვის ან განაწილების სადგურებში ტრანსპორტირებისთვის მისი საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების მიზნით;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

მ) ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი − პირველადი ენერგიის მოხმარების ან ენერგიის საბოლოო მოხმარების შემცირების მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრულია ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით ან ენერგოეფექტურობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმით;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

ნ) ენერგიის მიმწოდებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე ენერგიას საბოლოო მომხმარებელს აწვდის;
    ო) ენერგიის საბოლოო მოხმარება − ენერგია, რომელიც მიეწოდება მრეწველობის, ტრანსპორტის, შინამეურნეობების, მომსახურებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს. ენერგიის საბოლოო მოხმარებაში არ შედის ენერგეტიკული სექტორისთვის და ენერგიის გარდასაქმნელად მიწოდებული ენერგია;
    პ) ენერგოაუდიტი − სისტემური პროცედურა, რომლის მიზანია შენობის ენერგოეფექტურობის, სამრეწველო ან კომერციული პროცესის ან/და დანადგარის, საჯარო ან კერძო მომსახურების ობიექტის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიება, ენერგიის დაზოგვის ხარჯეფექტური პოტენციალის გამოვლენა და გაანგარიშება და შედეგების შესახებ ანგარიშგება;
    ჟ) ენერგოდანაზოგი − დაზოგილი ენერგიის რაოდენობა, რომელიც გამოითვლება ენერგიის მოხმარებაზე გავლენის მქონე გარემო პირობების ნორმალიზების პირობებში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების განხორციელებამდე და ამის შემდეგ მოხმარებული ენერგიის გაზომილ ან/და გაანგარიშებულ რაოდენობებს შორის სხვაობის სახით;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

რ) ენერგოდანაზოგის ფინანსური ღირებულება − მიღწეული და დადასტურებული ენერგოდანაზოგის ფიზიკური მაჩვენებლების (გამოხატულია კვტ.სთ-ით ან ჯოულით) ფულადი ღირებულება, რომელიც შეთანხმებულია ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებით;
    ს) ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვა − საჯარო დაწესებულების მიერ მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე პროდუქტის, მომსახურებისა და შენობის შესყიდვა, ხარჯეფექტურობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, მდგრადობის ფართო დიაპაზონის, ტექნიკური შესაბამისობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

ტ) ენერგოეფექტურობა − შესრულებული სამუშაოს, მომსახურების, პროდუქტის ან/და ენერგიის მოხმარებულ ენერგიასთან თანაფარდობა;
    უ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები − ღონისძიებები, რომლებითაც მიიღწევა იგივე შედეგი უფრო მცირე მოცულობის ენერგიის მოხმარებით ან უკეთესი შედეგი იმავე მოცულობის ენერგიის მოხმარებით;
    ფ) ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება − ენერგოეფექტურობის გაზრდა ტექნოლოგიური, ქცევითი ან/და ეკონომიკური ცვლილებების შედეგად;
    ქ) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა − საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმა, რომელიც მომზადებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, განსაზღვრავს ენერგიის დაზოგვის ღონისძიებებს და ითვალისწინებს ენერგომომხმარებელ სექტორებში ენერგიის დაზოგვის მიზნით ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებას;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

ღ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემა − მექანიზმი, რომელიც მასში ჩართულ მხარეებს ავალდებულებს ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლების მიღწევას ან/და შესყიდვას დადასტურებული ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებით;
    ყ) ენერგოეფექტურობის პოლიტიკის ღონისძიებები − ენერგომომსახურების ბაზრის მონაწილეების მიერ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და ენერგომომსახურების მიწოდებისა და შესყიდვის ხელშეწყობისა და სტიმულირების მიზნით ჩამოყალიბებული და ამოქმედებული მარეგულირებელი, ფინანსური, ფისკალური, ნებაყოფლობითი ან საინფორმაციო უზრუნველყოფის ინსტრუმენტები;
    შ) ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი − გამოიყენება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობით;
ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

ჩ) ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულება – ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების მიმღებსა და მიმწოდებელს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის გადამოწმება და მონიტორინგი ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში მიმდინარეობს და რომლის შედეგად სამუშაოში, მომსახურებაში ან საქონელში განხორციელებული ინვესტიციის ამოგება ხდება ხელშეკრულებით შეთანხმებულ დონემდე გაუმჯობესების შესაბამისად ან/და ენერგეტიკული მახასიათებლების სხვა შეთანხმებული კრიტერიუმების, მათ შორის, ფინანსური დანაზოგების, დაკმაყოფილების მიხედვით;
    ც) ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ინვესტორი − მხარე, რომელიც იღებს ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების რისკებისა და სარგებლის უმეტესობას;
    ძ) ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირი − ენერგომენეჯერთა სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისად სერტიფიცირებული ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც ასევე ჰყავს ენერგომენეჯერთა სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისად სერტიფიცირებული პირი;
    წ) ენერგომენეჯმენტის სისტემა − მენეჯმენტის გეგმის ურთიერთდაკავშირებული ან ურთიერთმოქმედი ელემენტების რიგი, რომლებიც განსაზღვრავს ენერგოეფექტურობის სამიზნე მაჩვენებელს და ამ მაჩვენებლის მიღწევის სტრატეგიას;