Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 9 7. თუ ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ფინანსური გირავნობის მეშვეობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების სრულად დაფარვისთვის საკმარისი არ არის, ნარჩენი ვალდებულების ნაწილში მოგირავნე სარგებლობს არაუზრუნველყოფილი კრედიტორისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით. |
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 9 ფინანსური გირავნობის აღსრულება. 1. ფინანსური გირავნობის ამოქმედების შემთხვევაში, უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოგირავნე უფლებამოსილია განახორციელოს ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაცია შემდეგნაირად: ა) ფინანსური ინსტრუმენტებისა − მათი გაყიდვით ან საკუთრებაში მიღებით, უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების დაფარვისთვის ან ურთიერთგაქვითვისთვის; ბ) ფულადი სახსრებისა − უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების დაფარვისთვის ან ურთიერთგაქვითვისთვის; გ) საკრედიტო მოთხოვნებისა − მათი გაყიდვით ან საკუთრებაში მიღებით, უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების დაფარვისთვის ან ურთიერთგაქვითვისთვის. 2. საკუთრებაში მიღება დასაშვებია, თუ დაკმაყოფილებულია ორივე შემდეგი პირობა: ა) მხარეები შეთანხმდნენ საკუთრებაში მიღებაზე უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაში; ბ) მხარეები შეთანხმდნენ ფინანსური ინსტრუმენტებისა და საკრედიტო მოთხოვნების ფასის განსაზღვრაზე უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციისათვის აუცილებელი არ არის: ა) რეალიზაციის განხორციელების თაობაზე წინასწარი შეტყობინების გაგზავნა; |
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 9 ბ) რეალიზაციის პირობების სასამართლოს, ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების ფუნქციების მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი პირის მიერ დამტკიცება; გ) რეალიზაციის საჯარო აუქციონის ან ნებისმიერი წინასწარ განსაზღვრული ფორმით განხორციელება; დ) უზრუნველყოფილი ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის გასვლა. 4. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება აღსრულდება მისი პირობების შესაბამისად, მიუხედავად მოგირავნის ან დამგირავებლის მიმართ რეჟიმის დაწყებისა ან გაგრძელებისა. 5. ეს მუხლი არ ახდენს გავლენას შესაბამის გამოსაყენებელ სამართლის ნორმებზე, რომლებიც მხარეს ავალდებულებს, ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაცია ან მისი ფასის განსაზღვრა და უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების გამოანგარიშება კომერციულად გონივრული გზით განახორციელოს. 6. ფინანსური გირავნობის მეშვეობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების სრულად დაფარვის შემდეგ დარჩენილი ფინანსური გირავნობის საგნის ან ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხიდან დარჩენილი ნამეტი თანხა (მისი არსებობის შემთხვევაში) დამგირავებელს უბრუნდება. |