Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 35116 სასამართლო გადაწყვეტილება არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის საქართველოში დატოვების შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ: ა) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების თარიღიდან შესაბამისი განცხადების ან სარჩელის წარდგენის მომენტამდე 1 წელზე მეტია გასული და იგი ინტეგრირებულია ახალ გარემოში; ბ) პირი ან ორგანო, რომელიც ბავშვის დაბრუნებას ითხოვს, ბავშვის საქართველოში არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების მომენტისათვის რეალურად არ ახორციელებდა მეურვეობას ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა ბავშვის ასეთ გადაადგილებას/დაკავებას; გ) ბავშვის ასაკი, მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გათვალისწინებულ იქნეს მისი აზრი, და იგი ცალსახად უარს აცხადებს დაბრუნებაზე; დ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის ანდა სხვაგვარად ჩააყენებს აუტანელ მდგომარეობაში. |