FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1352

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილთან ან/და დროსთან შეუსაბამო ადგილას ან/და დროს მოძრაობა.
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილთან ან/და დროსთან შეუსაბამო ადგილას ან/და დროს მოძრაობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილთან ან/და დროსთან შეუსაბამო ადგილას ან/და დროს მოძრაობა იმ საქონლის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის მიწოდების ან მის სასარგებლოდ გადატანის მიზნით, რომელიც განკუთვნილია ამ პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენებისთვის, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1352

4. ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
1. ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
2. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოქმედება არ ვრცელდება:
    ა) საჯარო დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე;
    ბ) ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე აღჭურვილია ლურჯი ან ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით;
    გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1352

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლითაც ბავშვის, მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის, მსმენელის, სტუდენტის ან/და იმავე დაწესებულების თანამშრომლის/იმავე დაწესებულებასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირის გადაყვანა ხორციელდება;
    ე) იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით გასცა სათანადო თანხმობა და რომელიც ამ თანხმობის შესაბამისად მოძრაობს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1352

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ის საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, რომელზედაც ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მოქმედება არ გავრცელდება, აგრეთვე დაადგინოს ამ შენიშვნის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესი და განსაზღვროს იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გამცემი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაუდგენლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ეკისრება.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 290-4 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი პირი.