Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 2092 (ამოღებულია). 1. ამ კოდექსის 46-5, 46-6, 55-2, 55-5, 55-6 და 77-1 მუხლებით, 82-5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 103-2 და 103-3 მუხლებით, 103-4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 107-2–107-4 მუხლებით, 114-2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე-16 ნაწილებით, 125-2–125-4 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-1, 135-ე–135-5, 146-1, 148-ე და 150-ე–150-3 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151-1, 151-2, 152-ე და 152-2–152-9 მუხლებით, 153-3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153-4 მუხლით, 153-6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153-9, 156-2, 156-4, 158-3 და 158-4 მუხლებით, 158-5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 159-1 მუხლებით, 166-2 მუხლის პირველი ნაწილით, 172-8 და 172-9 მუხლებითა და 172-10 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს ამ კოდექსის 290-6 მუხლის გათვალისწინებით განიხილავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 2092 2. ამ კოდექსის 107-4 მუხლით, 114-2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125-2 მუხლით, 125-3 მუხლის მე-4−5-1 ნაწილებით, 125-4 მუხლით, 135-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 146-1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ამ კოდექსის 290-6 მუხლის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას). |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 2092 2--1. ამ კოდექსის 82--5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 119-1 და 152--4–152--9 მუხლებით, 153-3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153--6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 156-2 და 156-4 მუხლებითა და 172--10 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას). |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 2092 3. თუ ამ კოდექსის 55-2, 55-5, 55-6, 64-2, 77-1,- 103-ე, 103-2 და 103-3 მუხლებით, 103-4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-1, 135-ე–135-5, 148-ე და 150-1–150-3 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151-1, 151-2, 152-ე, 152-2–152-9, 153-4, 153-9, 156-2, 156-4, 158-3 და 158-4 მუხლებით, 158-5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 159-1 მუხლებითა და 172-10 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ კოდექსის 290-6 მუხლის გათვალისწინებით ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას). |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 2092 4. ამ კოდექსის 55-2, 55-5, 55-6, 64-2, 77-1, 103-ე, 103-2 და 103-3 მუხლებით, 103-4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 107-4 მუხლით, 114-2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე-16 ნაწილებით, 125-2 მუხლით, 125-3 მუხლის მე-4–5-1 ნაწილებით, 125-4 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-1, 135-ე–135-5, 146-1, 148-ე და 150-1–150-3 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151-1, 151-2, 152-ე და 152-2–152-9 მუხლებით, 153-3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153-4 მუხლით, 153-6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153-9, 158-3 და 158-4 მუხლებით, 158-5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 159-1 მუხლებითა და 172-10 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს ამ კოდექსის 290-6 მუხლის გათვალისწინებით განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი. |