Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 129 ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფცია და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები. 1. ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციას კომისიასთან თანამშრომლობით შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. ბუნებრივი ბაზრის მოდელის კონცეფცია აყალიბებს საქართველოში ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს. სახელმძღვანელო პრინციპები იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ბუნებრივი გაზის ბაზრის სტრუქტურის ზოგადი არსის განსასაზღვრად, უნდა აყალიბებდეს ბაზრის მონაწილეების უფლება-მოვალეობებისა და ბაზრის სტრუქტურის ზოგად მონახაზს. კონცეფციით ასევე შეიძლება განისაზღვროს სამიზნე მოდელზე გადასვლის ეტაპები. ბუნებრივი ბაზრის ორგანიზება და ოპერირება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული ბაზრის ნებისმიერ სეგმენტთან დაკავშირებული ყველა პროცედურა, რეგულირდება კომისიის მიერ ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 3. ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირების წესები და სხვა დაკავშირებული საკითხები, მათ შორის: ა) ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელი, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 129 ბ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირების პროცედურები, პრინციპები და სტანდარტები, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად; ბ-1) ბუნებრივი გაზის ბაზარზე ვაჭრობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასეთი მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში; გ) ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეების იდენტიფიცირებისა და რეგისტრაციის მეთოდები; დ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე დასადები ხელშეკრულებების სახეები და ნიმუშები; ე) პროდუქტები, რომელთა ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ბაზარზე; ვ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების რეესტრის წარმოების სტანდარტი და პროცედურა; ზ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ფუნქციონირებისთვის საჭირო მონაცემთა ბაზის შექმნისა და წარმოების სტანდარტი და პროცედურა; თ) ბუნებრივი გაზით ვაჭრობის დღიური გრაფიკის მომზადების, გამოყენების, გადამოწმებისა და შეცვლის სტანდარტი და პროცედურა; ი) ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებში არსებული დანაკარგების აღმოფხვრის მიზნით ბუნებრივი გაზის შესყიდვის სტანდარტი და პროცედურა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბუნებრივი გაზის უწყვეტი, უსაფრთხო და საიმედო მიწოდება; კ) ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული ბაზრის თითოეული სეგმენტის ორგანიზებისა და ოპერირების პირობები; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 129 ლ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირებისათვის, აგრეთვე ბაზრის შიგნით პროცედურების მოსაწესრიგებლად აუცილებელი სხვა პირობები; მ) ორმხრივი ხელშეკრულებებით ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის წესი და პროცედურა. |