FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  1603

. ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები.
1. საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის მიერ ერთჯერადი ვაუჩერის სხვა პირისთვის გადაცემა განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ერთჯერადი ვაუჩერის სანაცვლოდ, საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი მიწოდება არ განიხილება დამოუკიდებელ დასაბეგრ ოპერაციად.
3. სხვა დასაბეგრი პირის სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის მიერ ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემა განიხილება იმ დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებულ, ამ ვაუჩერთან დაკავშირებულ საქონლის მიწოდებად/ მომსახურების გაწევად, რომლის სახელითაც ეს პირი მოქმედებს. 4. თუ დასაბეგრი პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის მიწოდებას/მომსახურების გაწევას, არ წარმოადგენს ერთჯერადი ვაუჩერის გამომცემ საკუთარი სახელით მოქმედ დასაბეგრ პირს, მიიჩნევა, რომ მან მიაწოდა ვაუჩერთან დაკავშირებული საქონელი/მომსახურება ამ ვაუჩერის გამომცემ დასაბეგრ პირს.
5. მიმწოდებლის მიერ მრავალჯერადი ვაუჩერის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი მიწოდება განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამასთანავე, ამ მრავალჯერადი ვაუჩერის ყველა წინა გადაცემა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  1603

6. თუ მრავალჯერადი ვაუჩერის გადაცემას ახორციელებს დასაბეგრი პირი, რომელიც არ არის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განმახორციელებელი, ნებისმიერი მომსახურების გაწევა, რომელიც შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც საქონლის დისტრიბუციის/გაყიდვების ხელშეწყობის ან მისი მსგავსი მომსახურება, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განიხილება.
7. ვაუჩერის სანაცვლოდ, უწყვეტად ან რეგულარულად საქონლის/ მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება შესაბამისი უწყვეტი/რეგულარული მიწოდების დაბეგვრისთვის, ამ კოდექსის 163-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ მომენტში.
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ერთჯერადი ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ცალკეული სახის დასაბეგრი ოპერაციების დაბეგვრის ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებისგან განსხვავებული წესი.