Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 19 ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები. 1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება: ა) ეფუძნება მონაცემთა სუბიექტის აშკარად გამოხატულ თანხმობას; ბ) აუცილებელია მონაცემთა სუბიექტსა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად; გ) გათვალისწინებულია კანონით ან კანონის საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 2. მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი მოთხოვნისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა მიიღოს სათანადო ზომები მონაცემთა სუბიექტის უფლებების, თავისუფლებისა და ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანური რესურსის ჩართვის (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მონაცემთა სუბიექტისთვის მისი მოსაზრების გამოთქმის და გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის მიცემის გზით. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 19 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების, თავისუფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების დაცვის სათანადო გარანტიები. |