Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 11 მონაცემთა ცენტრალური ბანკი. 1. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაცემად სააგენტო ქმნის მონაცემთა ცენტრალურ ბანკს. 2. მონაცემთა ცენტრალური ბანკის შესაქმნელად სააგენტო უფლებამოსილია: ა) ჰქონდეს დისტანციური წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზებზე და განახორციელოს მათი კოპირება და შენახვა; ბ) ნორმატიული აქტით განსაზღვროს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა; გ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას მოსთხოვოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების იმ ვადით შენახვა, რომელიც აუცილებელია მათი კოპირების ტექნიკური პროცესის განხორციელებისთვის. |