FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პენიტენციური კოდექსი

article  119

პაემანი.
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია აკრძალულია. ბრალდებული/მსჯავრდებული ყველა სახის პაემნით სარგებლობს საფასურის გადაუხდელად.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანმოკლე პაემნის უფლება ამ კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად.
3. ქალ მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს საოჯახო პაემნის უფლება ამ კოდექსის 121-ე ​ მუხლის შესაბამისად.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანგრძლივი პაემნის უფლება ამ კოდექსის 122-ე მუხლის შესაბამისად.
5. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა ამ კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა, შეიძლება მიეცეს ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება.
6. ბრალდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება ხანმოკლე პაემანი სატელეფონო საუბრით შეეცვალოს.
7. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება შეეცვალოს:
    ა) ხანმოკლე პაემანი − სატელეფონო საუბრით ან ვიდეოპაემნით;
    ბ) ხანგრძლივი პაემანი − ხანმოკლე პაემნით, ვიდეოპაემნით ან სატელეფონო საუბრით;
    გ) საოჯახო პაემანი − ხანმოკლე პაემნით, ვიდეოპაემნით ან სატელეფონო საუბრით.
8. პაემნის შეცვლის წესი განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.
პენიტენციური კოდექსი

article  119

9. ბრალდებულს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს ხანმოკლე პაემნის უფლება და ხანგრძლივი პაემნის უფლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
10. პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების გამო პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს პაემნის უფლება.
11. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/ მსჯავრდებულებს შორის პაემანი აკრძალულია.