Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წიაღის შესახებ article 21 წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვა. 1. წიაღით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით საქართველოში მოქმედებს წიაღით სარგებლობის მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა, რომლის მიზანია: ა) წიაღით რაციონალური სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის წიაღით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; გ) თავისუფალი ეკონომიკური კავშირების განვითარება, წიაღით სარგებლობის სფეროში კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება; დ) წიაღით მოსარგებლეთა, მათ შორის, უცხოელების, აუცილებელი გარანტიებით უზრუნველყოფა და წიაღით სარგებლობაზე მათი უფლებების დაცვა. 2. საქართველოში წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვას ახორციელებენ სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 3. საქართველოში წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვა ხორციელდება წიაღით სარგებლობის აღრიცხვის, ლიცენზირების, კონტროლისა და ზედამხედველობის მეშვეობით. |