Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 51 თავდაცვის ძალების შინაგანაწესი. 1. თავდაცვის ძალების შინაგანაწესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით, რომელიც მოსამსახურეს გაეცნობა სამსახურში მიღებისას, სამსახურის ადგილის შეცვლისას და თავდაცვის ძალების შინაგანაწესში ცვლილების შეტანისას. 2. თავდაცვის ძალების შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული; ბ) სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენების და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დასრულების შემდეგ შესაბამის დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი; დ) მოსამსახურეებისთვის სამსახურებრივი საკითხების გაცნობის წესი; ე) შრომის დაცვის ზოგადი ინსტრუქციები; ვ) სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი; ზ) სამუშაოდან ხანმოკლე გათავისუფლება; თ) შვებულების გამოყენების წესი; ი) სამსახურიდან გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებები; კ) შესაბამის ქვედანაყოფებსა და მოსამსახურეებს შორის არსებულ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები. 3. თავდაცვის ძალების შინაგანაწესი ძალაში შედის დამტკიცების მომდევნო სამუშაო დღეს, თუ ამ შინაგანაწესით მისი ძალაში შესვლის უფრო გვიანი თარიღი არ არის დადგენილი. |