Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საჯარო შესყიდვების შესახებ article 22 თეთრი სია. 1. თეთრი სია არის ოფიციალური რეესტრი, რომელსაც სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და რომელში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორიც საჯარო შესყიდვაში მონაწილეობისას ამ მუხლით განსაზღვრული ვადითა და პირობებით სარგებლობს გამარტივებული პროცედურებით. თეთრი სია და მისი მონაცემები საჯაროა. 2. თეთრ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი ნებისმიერ საჯარო შესყიდვის პროცედურაში: ა) სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით თავისუფლდება შემსყიდველი ორგანიზაციისთვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტის/დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებისგან; ბ) შესყიდვის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოთხოვნილ საბანკო გარანტიას ნახევარი ოდენობით წარადგენს. ამასთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია თეთრ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან სრულად გაათავისუფლოს; გ) წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში წარადგენს წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევრის ოდენობის საბანკო გარანტიას. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 22 3. ეკონომიკური ოპერატორი თეთრ სიაში 1 წლის ვადით რეგისტრირდება. დასაშვებია თეთრ სიაში განმეორებით რეგისტრაცია (თუ თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა გავიდა), აგრეთვე თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელება (თუ თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა არ გასულა). 4. თეთრ სიაში რეგისტრაციის მიზნით განცხადება შეიძლება წარადგინოს ნებისმიერმა ეკონომიკურმა ოპერატორმა, რომელიც აკმაყოფილებს თეთრ სიაში რეგისტრაციისთვის დადგენილ მოთხოვნებს. დაუშვებელია თეთრ სიაში იმ ეკონომიკური ოპერატორის რეგისტრაცია, რომელიც შავ სიაშია რეგისტრირებული, ან რომელსაც გაფრთხილება აქვს მიცემული, ან რომლის მიმართაც არსებობს ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საფუძველი. 5. დაუშვებელია ეკონომიკური ოპერატორისთვის საჯარო შესყიდვაში მონაწილეობის წინაპირობად თეთრ სიაში რეგისტრაციის განსაზღვრა. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 22 6. ეკონომიკური ოპერატორის თეთრ სიაში რეგისტრაციისთვის/რეგისტრაციის ვადის გაგრძელებისთვის დასაკმაყოფილებელი მოთხოვნები, თეთრ სიაში რეგისტრაციის/რეგისტრაციის ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების წარდგენისა და განხილვის პირობები, თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების წესი და საფუძვლები, აგრეთვე ეკონომიკური ოპერატორის თეთრ სიაში რეგისტრაციის/რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. 7. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან გამოითხოვოს ეკონომიკური ოპერატორის ან ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა პირის შესახებ საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი – ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია) ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია თეთრ სიაში რეგისტრაციის/რეგისტრაციის ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების განხილვისთვის ან/და თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლის დადგენისთვის. |