Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ვაზისა და ღვინის შესახებ article 19 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის წარმოება. 1. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის წარმოებისას დასაშვებია 15%-მდე იმ ყურძნის გამოყენება, რომელიც მოყვანილია მევენახეობის იმავე ზონის სხვა ქვეზონის ან სხვა მიკროზონის ფარგლებში ვაზის იმავე ჯიშისგან ან მევენახეობის შესაბამისი ზონისთვის რეკომენდებული ვაზის იმავე ფერის სხვა ჯიშისგან, თუ ეს არ არის შეზღუდული შესაბამისი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის წარმოების სპეციფიკაციით. 2. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის წარმოებისას დასაშვებია 15%-მდე იმ სპირტების გამოყენება, რომლებიც მიღებულია მევენახეობის იმავე ზონის სხვა ქვეზონის ან სხვა მიკროზონის ფარგლებში ვაზის იმავე ჯიშისგან ან მევენახეობის შესაბამისი ზონისთვის რეკომენდებული ვაზის იმავე ფერის სხვა ჯიშისგან, თუ ეს არ არის შეზღუდული შესაბამისი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაციით. |
ვაზისა და ღვინის შესახებ article 19 3. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის შესაბამისი გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში მოყვანილი ყურძნის გადამუშავება და ღვინის ან სპირტიანი სასმელის წარმოება დასაშვებია ამ გეოგრაფიული ადგილის გარეთაც, მაგრამ მხოლოდ საქართველოს ფარგლებში და იმ შემთხვევაში, თუ ეს არ არის შეზღუდული შესაბამისი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაციით. |