Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 67 საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობისას ბავშვის უსაფრთხოების დაცვა. 1. საჯარო ღონისძიებაში ბავშვის მონაწილეობის ორგანიზატორი ვალდებულია ბავშვსა და მის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ამ ღონისძიების მიზნების, დაგეგმილი აქტივობებისა და მხარეთა უფლება-მოვალეობების შესახებ. 2. საჯარო ღონისძიებაში ბავშვის მონაწილეობის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია ამ ღონისძიების მონაწილეთა შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია ბავშვის სპეციალური საჭიროებების, ღონისძიების ინსტრუქტორის, ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის და გადამზიდველის კვალიფიკაციის, სატრანსპორტო საშუალების გამართულობისა და ბავშვის განთავსების ადგილის საევაკუაციო გეგმის შესახებ. 3. თუ ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირებისას დროებითი განთავსების ადგილებზე და ორგანიზებულ ჯგუფებში ღონისძიების ორგანიზატორმა არ უზრუნველყო ექიმის ან ექთნის 24-საათიანი მომსახურება, იმ პირთა შორის, რომლებიც ბავშვების უსაფრთხოებაზე მეთვალყურეობის პასუხისმგებლობას იღებენ, უნდა იყოს სულ მცირე 1 სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 67 4. სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ბავშვთა ტრანსპორტირებისას მათი კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება სანიტარიული პირობების დაცვით უნდა განახორციელოს. საკვები პროდუქტების ტრანსპორტირებისას სანიტარიული წესების დაცვის კონტროლის განხორციელების წესი და მათი დამრღვევის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 5. საჯარო ღონისძიების ფარგლებში გამოყენებულ კვების ობიექტზე დაცული უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. საკვები პროდუქტები უნდა იყოს უსაფრთხო და აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების ჰიგიენურ ნორმატივებს. კვების ობიექტზე სანიტარიული წესების დაცვის კონტროლის განხორციელების წესი და მათი დამრღვევის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 6. საჯარო ღონისძიებაში ბავშვის მონაწილეობის ორგანიზატორის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კონტროლს ახორციელებს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახური. საჯარო ღონისძიებაში ბავშვის მონაწილეობის ორგანიზატორის მიერ ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევა იწვევს მისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 67 7. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია დაიცვას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. საგზაო მოძრაობისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების დაკისრებას. |