Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 10 კონფიდენციალურობის დაცვა. 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიმართოს თხოვნით, რათა სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებისას დაცულ იქნეს კონფიდენციალურობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს თხოვნა ეწინააღმდეგება შუამდგომლობის შესრულებას. 2. შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის დაცვას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას. თუ კონფიდენციალურობის დაცვა ვერ ხერხდება, ეს დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. |