FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

article  3321

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის დამატებითი საფუძვლები.
1. ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად,  ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
2. ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს 2018 წლის 1 ივლისამდე წარედგინება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

article  3321

3. თუ სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობა ან საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღნიშნული შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე და მიუთითა სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დაუშვას ეს შუამდგომლობა, სააპელაციო სასამართლო საქმეს იხილავს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვისთვის დადგენილი ნორმების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლო საქმეს იხილავს ზეპირი მოსმენით.