FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

article  103

დაწესებულების დირექტორი.
1. დაწესებულებას წარმოადგენს დაწესებულების დირექტორი.
2. დაწესებულების დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლისათვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დაწესებულების დირექტორად დანიშვნის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას. დაწესებულების დირექტორი 5 წლის ვადით აირჩევა. ერთი და იგივე პირი დაწესებულების დირექტორად ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ აირჩეს.
3. დაწესებულების დირექტორს დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს დაწესებულების სამეცნიერო საბჭო და არჩევიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე დასანიშნად.
31. დაწესებულების დირექტორს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობაზე ნიშნავს დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

article  103

3-1 პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავს, დაწესებულების სამეცნიერო საბჭო 3 თვის ვადაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით აირჩევს ახალ დირექტორს და მას დასანიშნად წარუდგენს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელს, რომელიც 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით. დაწესებულების დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ან დაწესებულების წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
4. დაწესებულების დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.
41. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დაწესებულების სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით დაადგინოს დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების საფასური. დაწესებულების დირექტორის სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.
5. ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით დადგენილი წესი არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებაზე.
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

article  103

32. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენილი დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე, თუ დირექტორი დაწესებულების წესდებით დადგენილი წესის ან/და დირექტორისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დარღვევით იქნა არჩეული.
33. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შესრულებას აკისრებს დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ან დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.