Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნარჩენების მართვის კოდექსი article 33 ფეკალური მასით ან/და კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება. 1. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 2. 1 მ-3-მდე მოცულობის ფეკალური მასით ან/და კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 500 ლარის ოდენობით. 3. 1 მ-3-ზე მეტი მოცულობის ფეკალური მასით ან/და კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით. |
ნარჩენების მართვის კოდექსი article 33 ფეკალური მასით ან/და კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება. . 1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს დაეკისრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით განსაზღვრულ დასახლებული პუნქტების ტერიტორიებზე განხორციელებული ქმედებებისთვის. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მეპატრონეს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად დაასუფთავებს ფეკალური მასებით დაბინძურებულ ტერიტორიას. |