Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ article 10 ჯამური ხარჯები. ადმინისტრაციული, გაყიდვების და სხვა ხარჯების, აგრეთვე მოგების ოდენობები განისაზღვრება წარდგენილი შესწავლის ობიექტის ექსპორტიორის ან მწარმოებლის მიერ ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში მსგავსი პროდუქტის წარმოებისა და გაყიდვების შესახებ ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე. თუ ამ ოდენობების აღნიშნული მონაცემების საფუძველზე განსაზღვრა შეუძლებელია, ისინი განისაზღვრება: ა) ფაქტობრივი ოდენობით, რომელიც მიღებულია შესწავლის ობიექტის ექსპორტიორის ან მწარმოებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის ბაზარზე იმავე კატეგორიის პროდუქტის წარმოებით ან გაყიდვებით; ბ) ფაქტობრივი ოდენობის საშუალო შეწონილით, რომელიც მიღებულია შესწავლისადმი დაქვემდებარებული სხვა ექსპორტიორის ან მწარმოებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის ბაზარზე მსგავსი პროდუქტის წარმოებითა და გაყიდვებით; გ) ნებისმიერი სხვა გონივრული მეთოდით, იმ პირობით, რომ ამ მეთოდით განსაზღვრული მოგების ოდენობა არ აღემატება სხვა ექსპორტიორის ან მწარმოებლის მიერ მსგავსი პროდუქტის წარმოშობის ქვეყნის ბაზარზე იმავე კატეგორიის პროდუქტით ვაჭრობისას მიღებული მოგების ოდენობას. |