Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 31 კომისიის დამატებითი ფუნქციები და მარეგულირებელი უფლებამოსილებები. 1. იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად დასახელებულია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი, ამ კანონის 29-ე და 30-ე მუხლებით დადგენილი ფუნქციებისა და მარეგულირებელი უფლებამოსილებების გარდა, კომისია: ა) ზედამხედველობს გადამცემი სისტემის მესაკუთრისა და დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ ამ კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას, ხოლო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლებამოსილია დააკისროს ჯარიმები ამ კანონის 153-ე მუხლის შესაბამისად; ბ) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობს დამოუკიდებელ სისტემის ოპერატორსა და გადამცემი სისტემის მესაკუთრეს შორის ურთიერთობასა და კომუნიკაციას, მათ შორის, ამტკიცებს მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებებს და ერთ-ერთი მხარის მიერ სადავო საკითხის განხილვაზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში მოქმედებს, როგორც დავის გადამწყვეტი ორგანო; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 31 გ) ამ კანონის 53-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შეუზღუდავად, უფლებამოსილია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების პროცესში გადამცემი ქსელის განვითარების პირველი 10-წლიანი გეგმისთვის დაამტკიცოს საინვესტიციო პროგრამა, აგრეთვე განიხილოს გადამცემი ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმები, რომლებსაც ყოველწლიურად წარადგენს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის მესაკუთრესთან შეთანხმებით; დ) უზრუნველყოფს, რომ დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორისთვის დადგენილი გადაცემის ტარიფი მოიცავდეს გადამცემი სისტემის მესაკუთრის ანაზღაურებას კომისიის მიერ დამტკიცებული ოდენობით, რაც უზრუნველყოფს ქსელური აქტივებისა და მათში განხორციელებული, გასათვალისწინებელი ახალი ინვესტიციების სათანადოდ ანაზღაურებას, თუ აღნიშნული ინვესტიციები განხორციელებულია ეკონომიკურად გამართლებული და ეფექტიანი გზით; ე) უფლებამოსილია განახორციელოს გადამცემი სისტემის მესაკუთრისა და დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ადგილზე შემოწმება, მათ შორის, წინასწარი შეტყობინების გარეშე. 2. გადამცემი სისტემის მესაკუთრის მიერ ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულებების შესრულების კონტროლი ხორციელდება კომისიასა და საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ შესაბამის დაწესებულებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით. |